პარასკევი, აპრილი 19, 2024

შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიური გადახრები აქვს, არის გაბოროტებული და ლოგიკას არ ექვემდებარება – გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, თოქ-შოუ “რეაქციაში”, შს მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დაფიქსირებულ პოზიცია-მოსაზრებებსა თუ შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი არაადეკვატურია და სასწრაფოდაა თანამდებობას ჩამოსაშორებელი:

ჩვენ გუშინ ვიხილეთ შინაგან საქმეთა მინისტრის კატასტროფული გამოსვლა. პრინციპში, აღიარებითი ჩვენება მისცა მან, ამიტომ უნდობლობა, რა თქმა უნდა, სტრუქტურების მიმართ ჩემი მხრიდან და საერთოდ ქართული საზოგადოების მხრიდან არსებობს.

რეპრესიები დაწყებულია საქართველოში. უკვე ხუთი კაცია ხომ დაპატიმრებული აქციის მონაწილეები, ჩვენ უკვე პოლიტიკური პატიმრები გვყავს, 20 ივნისთან დაკავშირებით.

შს მინისტრს, როგორც ჩანს, ფსიქიური გადახრები აქვს, არის გაბოროტებული, ლოგიკას არ ექვემდებარება. გუშინ რაც მოვისმინე მე, მე თვითონ ვარ შეძრწუნებული, იმიტომ, რომ არაადეკვატურია შს მინისტრი და სასწრაფოდ არის ჩამოსაშორებელი, იმიტომ, რომ სახიფათო არის.

ეს არის ზნედაცემული, გათახსირებული კაცი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ღირსეული მიმდევარი გათახსირებული, ზნედაცემული ბიძინა ივანიშვილის” – გუბაზ სანიკიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული