შაბათი, აპრილი 27, 2024

შესაძლებელია რამდენიმეწლიანი პროგრამის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც დიდი ქალაქების კორუსების თბოიზოლაცია მოხდება – ირაკლი გოგავა

დიდი ქალაქების საცხოვრებელი კორპუსებისთვის საჭირო თბოიზოლაციაზე და ამ მხრივ საგრძნობი ფინანსური დანაზოგების შესახებ საუბრობს ყოფილი პარლამენტარი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა:

“თბილისში 6152 საბჭოური საცხოვრებელი კორპუსია. თუ ჩავთვლით, რომ კორპუსში საშუალოდ 80 ოჯახი ცხოვრობს და გათბობის სეზონზე(5 თვე) ერთი ოჯახის საშუალო ხარჯი თვეში 100 ლარს შეადგენს, გამოდის, რომ მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების გათბობისთვის 246 მლნ. ლარს ვხარჯავთ წელიწადში.

მიჩნეულია, რომ საცხოვრებელი კორპუსის გამართული თბოიზოლაცია გვაძლევს სითბოს 30-40%-ს ეკონომიას. რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ კორპუსების თბოიზოლაციის შემთხვევაში შესაძლებელია დავზოგოთ მინიმუმ 74 მლნ. ლარი წელიწადში – თითო ოჯახმა 150 ლარი გათბობის 5-თვიან სეზონზე.

შედეგად:
1. ნაკლები ვალუტა გავა უცხოეთში ბუნებრივი აირის შესაძენად და ლარზე ტვირთი შემსუბუქდება შესაბამისად.
2. დაზოგილი ფული ეკონომიკაში დატრიალდება და ძირითადად წვრილ და საშუალო ბიზნესში დაიხარჯება.
3. ნაკლები იქნება მხუთავი აირის ემისია
4. თბოიზოლაცია ზაფხულშიც გარკვეულ როლს შეასრულებს და კონდიცირების საჭიროებასაც შეამცირებს, რაც დაზოგილ ელექტროენერგიას ნიშნავს.

ვფიქრობ, შესაძლებელია რამდენიმეწლიანი პროგრამის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და სხვა ქალაქების კორუსების თბოიზოლაცია მოხდება. მსგავს პროექტს ენთუზიაზმით დააფინანსებენ საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციები დაბალი პროცენტით. სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც არსებობს ენერგოეფექტურობის გაზრდის – ამას სპეციალისტები უკეთ გვეტყვიან. არ იქნება ურიგო, თუ ახალ მშენებლობებს თბოიზოლირების ვალდებულება გაუჩნდებათ.

ჩემი იდეა მერს!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ირაკლი გოგავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული