შაბათი, აპრილი 20, 2024

შარი და დაძაბულობა არ გვაკლია და არ დააბრეხვოს ისევ რამე გამოუსწორებელი ირანთან დაკავშირებით – ალექსანდრე ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტთან მიმართებაში

ირანსა და აშშ-ს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის ფონზე “სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერი ერთგვარ სიფრთხილეს იჩენს და ინიციატივით გამოდის დროებით გადამალონ საქართველოს პრეზიდენტი, რომ რაიმე დაუფიქრებელი განცხადება არ გააკეთოს და ქვეყანა შარში არ გახვიოს

ჩვენს გარშემო უკიდურესად დაიძაბა ვითარება აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის განადგურების შემდეგ.

ირანში უამრავი ხალხია ქუჩებში და შურისძიებას ითხოვენ. ამ ქალმა კიდე სალომემ არაფერი არ თქვას საერთოდ ამ ვითარებაზე, შარი და დაძაბულობა არ გვაკლია და არ დააბრეხვოს ისევ რამე გამოუსწორებელი.

არ ვხუმრობ, მართლა გადამალონ ეს ქალი, იქნება იყოს ვინმე იმ ადმინისტრაციაში მადლიანი და გადამალოს“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ალექსანდრე ელისაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული