შაბათი, აპრილი 20, 2024

ყველაფერი დაიწყო მას შემდეგ, რაც დავაფიქსირე კონკრეტული პოზიცია – კახა ბასილია

ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. ამასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა კახა ბასილიამ, მან უარყო წარდგენილი ბრალდება, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მის მიმართ დაწყებული პროცესი პოლიტიკურ დევნად შეაფასა.

ყველაფერი დაიწყო იმის შემდეგ, რაც მე გამოვხატე რაღაც პოზიციები იმის შესახებ, რომ ბევრი რაღაც არ მომწონს რაც კეთდება 2012 წლიდან და დავაფიქსირე, დეკემბერში, პრეზიდენტის არჩევნების დროს, რომ მე ამ კამპანიაში არ ჩავერევი. მაქვს ჩემი მოსაზრებები და ალბათ, 2020 წლისთვის, წავალ პოლიტიკაში.

თუ ეს არ არის პოლიტიკური მოტივით დევნა, უბრალოდ ნებისმიერ გამომძიებელს შეუძლია ყველა დაიბარონ და გაარკვიონ, იყვნენ თუ არა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ეს მედლები აიღეს თუ არა და ვინ დააფინანსა” – განაცხადა კახა ბასილიამ.

შეგახსენებთ, რომ სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, კახა ბასილიამ, კულტურისა და სპორტის სამინისტროში წარადგინა ყალბი დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ ჩემპიონატზე თითქოსდა საქართველოს ეროვნული ნაკრების 10 დელეგატი იყო მივლინებული, შეჯიბრში კი მონაწილეობა მიიღო ოთხმა სპორტსმენმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული