შაბათი, აპრილი 20, 2024

“ქართულ ოცნებას” უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე არაადეკვატური პასუხებისთვის – გიორგი ვაშაძე

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების მე-4 რაუნდს ეხმიანება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით ხელისუფლება არაადეკვატურად ეკიდება ოპოზიციის წინადადებებს, რაც საპასუხო რეაქციას გამოიწვევს:

“წნეხმა მიიღო სრულიად ახალი სტანდარტი და ხარისხი. ისინი ცდილობენ რაღაც შემოთავაზებები მოიტანონ, ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა, თუმცა 100/50-ზე არ ცვლის პრინცუპილად და ფუნდამენტურად მიდგომებს საარჩევნო თვალსაზრისით.

საზოგადოების მოთხოვნა არის პროპორციულად იყოს წარმოდგენილი ყველა ძალა და არა ის, ვიღაცამ ივაჭროს ვის მეტი და ნაკლები ადგილი ექნება.

ქვეყანაში არის მილიონი მშიერი და უმუშევარი ადამიანი და ამ ყველაფერს არაადეკვატურად პასუხობს “ქართული ოცნება. ჩვენ, დასავლელ პარტნიორებთან ერთად “ქართულ ოცნებას” უნდა მოვუწყოთ განკითხვის დღე იმ არაადეკვატური პასუხებისთვის, რაც ძალაუფლების ტკბობიდან გამომდინარე მათ აქვთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული