პარასკევი, აპრილი 19, 2024

ფასდაკლების დღეებშიც რიგი აფთიაქები გასცემენ კალკულაციას, სადაც 20 პროცენტით ძვირი ფასია მითითებული – თეონა ჭალიძე

სააფთიაქო კორუფციაზე საუბრობს ,,ახალი საქართველოს“ სოციალური  მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე და მიმართავს შესაბამის სამსახურებს დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით:

“მედიკამენტების შესაძენად ყოველწლიურად თბილისის ათი რაიონული გამგეობის მიერ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებისთვის, პენსიონერებისათვის და შშმ პირებისთვის, შვიდიდან რვა მილიონამდე ლარის გამოყოყოფა ხდება, თუმცა არსებული 20%-იანი ფასდაკლების მიუხედავად რაიონული გამგეობის მიერ პრეპარატის შეძენა საწყისი ფასით ხდება. „ახალი საქართველოს“ სოციალური სამსახურის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტით დასტურდება, რომ ფასდაკლების დღეებში აფთიაქების ნაწილი კალკულაციას გასცემს, რომელშიც პრეპარატის 20%-იანი ფასნაკლებობის ნაცვლად საწყისი ფასია მითითებული.

„ექსპერიმენტით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ფასდაკლების დღეებშიც რიგი აფთიაქები გასცემენ კალკულაციას, სადაც 20 პროცენტით ძვირი ფასია მითითებული. ასეთია მაგალითად შპს ,,პ.ს.პ-ფარმა“, რომელიც ეკუთვნის დეპუტატ კახა ოქრიაშვილს. გამოდის, რომ დეპუტატი ბიუჯეტიდან იპარავს ფულს და ხალხის ხარჯზე ისქელებს ჯიბეს?! ასევე ჩვენი ექსპერიმენტის დროს იგივე პრაქტიკა დაფიქსირდა  სააფთიაქო ქსელში ,,ფარმადეპო“, რომელიც ,,ჯპს“-თან  ერთად სს ,,გეფა“-ს წარმოადგენს.

მივმართავ პროკურატურას, სადაც ოფიციალურ წერილსაც შევიტანთ დაიწყონ გამოძიება და შეისწავლონ თბილისის ყველა რაიონულ გამგეობაში შესული კალკულაციები და  სააფთიაქო ქსელებში გადარიცხული თანხები. დაადგინონ რა თანხის გახარჯვა მოხდა ბიუჯეტიდან არამიზნობრივად. ჩვენი დათვლებით საუბარია ყოველ წელს 1 მილიონ ლარზე. მოვითხოვთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოავლინდნენ დამნაშავეები. აქვე საინტერესოა ისიც, თუ აქამდე რატომ არ დაინტერესდა მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახური აღნიშნულით?!“ – აღნიშნავს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული