პარასკევი, აპრილი 19, 2024

სტრატეგია “აღმაშენებელი” 1 ოქტომბრიდან – დამაინტრიგებელი სარეკლამო კამპანია

ამ დღეებში საკმაოდ დამაინტრიგებელი სარეკლამო კამპანია წამოიწყო ინკოგნიტო ავტორმა (თუ ავტორთა ჯგუფმა), ერთდროულად გავრცელდა საინტერესო ვიდეორგოლი სოციალურ ქსელებში, მედიასა თუ სააგენტოებში.

სტრატეგია “აღმაშენებელი” 1 ოქტომბრიდან ფართო განხილვის, მსჯელობისა და დისკუსიის საგანიც კი გახდა სოციალურ ქსელებში. ერთნი, ამ რეკლამას, ახალ კომპიუტერულ თამაშს უკავშირებენ, მეორენი სერიალს, არის სხვა მოსაზრებები თუ სურვილებიც…

სპეციალურად ამ კამპანიისთვის შექმნილ ფეისბუკის გვერდზე ჯერ მხოლოდ სარეკლამო რგოლია განთავსებული, რაც უფრო აძლიერებს ინტრიგას…

იმედია პროექტის ავტორები, 1 ოქტომბრამდე, რაღაც მინიშნებებს შემოგვთავაზებენ, ფეისბუკის გვერდსა თუ სპეციალურად ამ ჩანაფიქრისათვის შექმნილ საიტზე – www.aghmashenebeli.win, სადაც, ჯერ-ჯერობით, დროის უკუათვლის რეჟიმია გამოტანილი…

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული