ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით მიღებული განჩინების პასუხად თავის პოზიციას აფიქსირებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი:

მამალაძის შეწყალების საკითხზე უკვე ვთქვი, რომ აქ არის ძალიან სენსიტიური საკითხი მთელი საქართველოს საზოგადოებისთვის. ყველას აქვს თავისი წარმოდგენა, უნდა შევიწყალო თუ არ უნდა შევიწყალო. სინოდმა თავისი თქვა, მე მომეცით უფლება, რომ ჩემთვის და იმ წესებთან თანხმობაში, რაც იქნება ამ დღეებში მიღებული, მე დავფიქრდე და მივიღო გადაწყვეტილება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან პრეზიდენტის ადმინისტრაცია, 2 დღის წინ, პასუხი გასცა გავრცელებულ ინფორმაციას გიორგობის დღესასწაულზე დეკანოზ მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მას “ფეიკნიუსი” უწოდა:

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს გავრცელებულ ,,ფეიკნიუსს”

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალების საქმეების განხილვა არ განახლებულა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელებულ “ფეიკნიუსს”.
,,ასეთი ,,ფეიკნიუსები” ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა”,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული