პარასკევი, აპრილი 26, 2024

საპროტესტოდ გამოსულ შვილმკვდარ მამას კარავს რომ აუშლი და იქ საბავშვო ატრაქციონს დადგამ, რაღა მნიშვნელობა აქვს, ზვიგენი იქნება მასზე გამოსახული თუ გველეშაპი?! – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი მწვავე შეფასებას აძლევს პარლამენტის წინ დადგმულ საბავშვო ატრაქციონს და ცინიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს მას:

“საპროტესტოდ გამოსულ შვილმკვდარ მამას კარავს რომ აუშლი და იქ საბავშვო ატრაქციონს დადგამ, რაღა მნიშვნელობა აქვს, ზვიგენი იქნება მასზე გამოსახული თუ გველეშაპი?!

ამაზე დიდი ცინიზმის მოფიქრება საახალწლოდ ალბათ შეუძლებელია.

ჰოდა, მომავალ წელს ნაკლებ ცინიკოსებს გისურვებთ ქართულ პოლიტიკაში!

ისინი არც ხელისუფლებას აკლია და არც ოპოზიციას”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე მერაბ მეტრეველი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული