პარასკევი, აპრილი 19, 2024

რუსეთს მოუწევს უარი თქვას ოკუპაციაზე და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც აქვს აღებული – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე ეხმიანება რუსეთის მხრიდან ოკუპაციის რეჟიმის გაგრძელებას, დაუსრულებელ ბორდერიზაციის პროცესს და მიაჩნია, რომ ყოველივე ეს წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართალთან, საქართველოს კანონმდებლობასთან, თანამედორვეობასთან და დროთა განმავლობაში მავთულხლართების კედლები დაიშლება:

როდესაც ხდება რაღაც მავთუხლართების გაჭიმვა, პროვოკაციები, რომელსაც ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, ჩემის აზრით, ეს არის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართალთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და თანამედორვეობასთან.

ამიტომ რუსეთის ფედერაციას აუცილებლად მოუწევს, რომ უარი თქვას ოკუპაციაზე და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც აქვს აღებული.

ეს მავთულხართების კედლები, თანდათან, სულ უფრო და უფრო მეტად შეუთავსებელი გახდება თანამედროვეობასთან და ის დაიშლება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული