ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და დაგვიანება თავიდან რომ ავიცილოთ, ფსიქოლოგი ლელა ტყეშელაშვილი იძლევა კონკრეტულ რჩევებს.
რა ხერხები შეიძლება გამოვიყენოთ გამოცდებზე დაგვიანების თავიდან ასაცილებლად:
➡️ ეცადეთ, საკუთარ თავს დაანახოთ იმ საქმის ფასეულობა, რომლის შესასრულებლადაც მიდიხართ.
➡️ კარგად გაიაზრეთ და შეისწავლეთ მარშრუტი, რომლითაც ახალ, აქამდე უცნობ ადგილზე უნდა აღმოჩნდეთ. არ გამოგრჩეთ დიდი ქალაქის თავისებურებები, განსაკუთრებით – საცობები.
➡️ კარგად შეისწავლეთ, რა დრო გეხარჯებათ ჩვეულებრივ რუტინულ საქმეებზე, მოემზადეთ წინა საღამოს, ჩვენი დაგვიანების ხშირი მიზეზი ხომ გასვლის წინ მოწესრიგება ხდება.
➡️ გამოიძინეთ, უძილობა ზრდის დაგვიანების რისკს. დასვენებული გონება ცხოვრების ტემპსა და გრაფიკს უკეთესად მიჰყვება.