ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

პროკურატურისა და სასამართლოს გამოყენება ბიზნესზე ზეწოლისთვის ჩვენი ხელწერა არ გახლავთ – ნათია თურნავა

საქართველოს პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისათვის ბრალდების წაყენების თემასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი თავის პოზიციას აფიქსირებს და აცხადებს რომ კანონის წინაშე ყველანი თანაბარია და პროგურატურისა თუ სასამართლოს მხრიდან გამორიცხულია ბიზნესზე ზეწოლა:

ყველანი ვართ თანაბარი და კანონის წინაშე, იქნება ეს საჯარო მოხელე, მთავრობის წევრი, ბიზნესის წარმომადგენელი, აბსოლუტურად რიგითი მოქალაქე.

ჩვენი ხელისუფლება არ იყენებს პროკურატურას, არ იყენებს სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის. ეს ჩვენი ხელწერა არ გახლავთ.

გამოძიება დაწყებულია არის ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ბატონმა მამუკამ გააკეთა განაცხადი თავის პოლიტიკაში მოსვლის გეგმებთან დაკავშირებით” – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული