სამშაბათი, აპრილი 16, 2024

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ კლება განიცადა – სტატისტიკის ეროვნული სამსახური

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო სახის ბრიფინგი გამართა, რა დროსაც წარმოადგინა საქართველოში  პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია, 2018 წლის დაზუსტებული მონაცემები.

დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს.

შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, მოგება-ზარალის მაჩვენებლების დაზუსტება საწარმოთა მხრიდან, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა).

საქსტატმა, მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებისა და მის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგიის საფუძველზე, განახორციელა სხვა არარეზიდენტებისგან მიღებული სესხების რეკლასიფიკაცია. შედეგად, შეიცვალა 2007-2018 წლების მონაცემები საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები:

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2018 წელი (დიაგრამები)

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული