შაბათი, აპრილი 20, 2024

ომის პარტიებს შორის შერკინება ქვეყანას წალეკვით ემუქრება – დავით უსუფაშვილი

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ახალი მთავრობის სავარაუდო მიზანზე ისაუბრა “შენების მოძრაობის” ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ტვ “პირველზე” ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რეაქცია“.

რაც არ უნდა ჰქონდეს ჩადენილი “ნაციონალურ მოძრაობას” 9 წლის განმავლობაში, რა სისულელეებსაც არ უნდა ლაპარაკობდეს უსუფაშვილი ახლა, ამ ეთერიდან, ეს არ არის არანაირი გამართლება იმისი, რომ საქართველოს მართავს ის ხალხი და ადამიანები, რომლებმაც მოგვიყვნენ, რომ კვირას მომივიდა თავში რომ  მეთქვა გუნდისთვის – უნდა წავიდეო, ორშაბათს გადავწყვიტეთ, რომ გახარია იქნება ჩვენი ახალი პრემიერ-მინისტრი, იმავე საღამოს, ამ კაცმა, ახალი პროგრამა წარადგინა პარლამენტში, ვისხდეთ უნდა და – ყველაფერი კარგად არის…“, – აღნიშნავს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე.

“შენების მოძრაობის” ლიდერი ყურადღებას ამახვილებს, ასევე, ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის დაპირისპირებაზე:

ივანიშვილმა შექმნა საარჩევნო ომის მთავრობა. მისი ამოცანაა მაქსიმუმამდე აწიოს პოლიტიკური ტემპერატურა და მინიმუმადე შეამციროს საკითხების სიღრმისეული განსჯის საშუალება, რათა ამომრჩეველს მეომრული ემოციების დონეზე გააკეთებინოს არჩევანი ორ სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებულ ბანაკს შორის. ომის პარტიებს შორის შერკინება ქვეყანას წალეკვით ემუქრება.

ამიტომ, ჩვენ, „შენების მოძრაობა“, არ ვებმებით სამოქალაქო ცივ ომში და თებერვალში ვაფუძნებთ სამოქალაქო ზავის, თანხმობისა და მშვიდობის პარტიას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული