პარასკევი, აპრილი 19, 2024

ოკუპაციის ახალი ტალღის შესაჩერებლად უნდა შეიქმნას საკოორდინაციო საბჭო პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობით – დავით ქაცარავა

სასტუმრო “ციტრუსში” ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია წაღვლი-ჩორჩანის მონაკვეთზე, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, არსებული მდგომარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს დავით ქაცარავა:

ძირითადი ოპოზიციური პარტიებიდან დღევანდელ პრეზენტაციაზე მოსულ პირებს წაღვლი-ჩორჩანის მონაკვეთზე, საოკუპაციო ზოლის გასწვრივ არსებული მდგომარეობა გავაცანით, რომელიც საკმაოდ საგანგაშოა.

ოკუპანტების მხრიდან მიტაცების საფრთხის წინაშე დგას სოფელი ყობი და დოლომიტის საბადო სოფელ აბანოში.

ფაქტობრივად, სახეზეა ახალი საოკუპაციო ზოლის გავლების მცდელობა, რის შემდეგაც ზოლს მიღმა აღმოჩნდება ჩორჩანის ტყის მასივის უზარმაზარი მონაკვეთი.

ჩვენს შეთავაზებას მცოცავი ოკუპაციის ერთობლივად, კოორდინირებულად გაპროტესტების შესახებ დამსწრეები გაგებით შეხვდნენ. გადაწყდა, რომ შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო პარტიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, რომელიც უზრუნველყოფს შეთანხმებულ მოქმედებას და აიძულებს ხელისუფლებას, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას ოკუპაციის ახალი ტალღის შესაჩერებლად.

გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში კიდევ ერთი საქმიანი შეხვედრა გაიმართება, სადაც კონკრეტულად გაიწერება საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და მისი ფუნქციები“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე დავით ქაცარავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული