შაბათი, აპრილი 20, 2024

ნიკა მელია: “კრიმინალს რანაირად დაამარცხებს კრიმინალი?!”

სპეცრაზმელების ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და სამართალდამცავ სისტემაში არსებულ უკანონობებზე ამახვილებს ყურადღებას. ნიკა მელიას აზრით ქვეყანაში ცალკე კრიმინალური სამყარო გუგუნებს და საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს და ცალკე – სამართალდამცავებმა აიშვეს თავი:

“კრიმინალს რანაირად დაამარცხებს კრიმინალი?!

ქვეყანაში უსაფრთხოდ ცხოვრება უკვე ფუფუნებაა.
ცალკე კრიმინალური სამყარო გუგუნებს და საფრთხეს უქმნის ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლეს და ცალკე – სამართალდამცავებმა აიშვეს თავი.

რანაირად უნდა ენდო სამართალდამცავ სტრუქტურებს, როცა სწორედ ისინი შუა ქალაქში თავზე ტომარას გაცმევენ და მას გაბარებენ, ვის დევნასაც გამოექეცი (მუხთარლი) ;

როცა, სწორედ ისინი გიტაცებენ და გადაგცემენ კრიმინალს, რომელიც გკლავს! (ქალაქ რუსთავში მომხდარი მკვლელობა)

რანაირად უნდა ენდო, როდესაც სწორედ ისინი – მოქმედი სპეცრაზმელები, ან ლოგინში გხვრეტენ მძინარეს, ან მამის საფლავზე გკლავენ?!

რანაირად უნდა დაამარცხოს პოლიციამ კრიმინალი,როცა უკვე თვითონ არის კრიმინალი და უამრავი ფორმიანი პოტენციური დამნაშავეა?!

ძალიან ცდება საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ფიქრობს რომ დუმილით საკუთარ სიმშვიდეს, კომფორტს შეინარჩუნებს და უარესად ცდება ხელისუფლება თუ ამ დუმილის იმედი აქვს.

ძალიან ხშირად ქარიშხალს სწორედ ასეთი მდუმარება უძღვის წინ.

ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ გაბედავს ჩვენი სიცოცხლის ასე აბუჩად აგდებას, თუკი ჩვენ ვისწავლით საკუთარი ხმისა და საკუთარი სიცოცხლის ფასს!” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა მელია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული