შაბათი, აპრილი 20, 2024

მოვისმინოთ დუმილი, გვირჩევნია ხმაური – ნიკა გვარამია

განათლების ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მორიგ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, რითიც ეხმიანება რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას:

“მოკლედ, ქართველ ერს არ აქვს მხოლოდ 90-იანი წლების და 2008 ომების ტრავმები. მარტო ე.წ. გაბუნიას შიშები არ გვეხსნება რუსეთზე. ჩვენში ბევრად ღრმად, ბევრად გრილად, მაგრამ ბევრად ხანგრძლივად და ქვეცნობიერის მმართველად ზის 1921ის ტრავმა. 1921ის, როცა დასავლეთის დუმილის ფონზე (ან უფრო ხელშეწყობით), რუსეთმა წაგვართვა პირველი რესპუბლიკა – მართლა გამორჩეულად ევროპული და არარუსული, დაგვახია თავზე პირველი კონსტიტუცია და ქვეყნიდან გააქცია ერის განათლებული და წარმატებული ნაწილი.

აი, ეს ტრავმაც გვაქვს ჩვენ და ის ბევრად მძიმეა, რადგან ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, სახელმწიფოებრიობაც ვიმსხვერპლეთ.

1921ის რუსული ტრავმა გახსნილია დ სისხლი სდის.

მოვისმინოთ დუმილი. გვირჩევნია ხმაური,” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული