პარასკევი, აპრილი 19, 2024

მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ეხმიანება გიორგი გახარიას წარდგენას პრემიერის თანამდებობაზე და იგი ასევე აფიქსირებს საკუთარ კეთილგანწყობას ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიმართ – აღნიშნავს, რომ იგი იყო გამორჩეული პრემიერი.

ის პროცესი, თუ როგორ შეირჩა პარტიის შიგნით პრემიერი, მე არ ვყოფილვარ ამის მონაწილე, მაგრამ დარწმუნებული ვარ და როგორც ვიცი, მთავარი რის გამოც ბატონი გიორგი შეირჩა ამ პოზიციაზე არის ის, რომ იგი ჩვენ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა“, – აღნიშნავს იუსტიციის მინისტრი.

თეა წულუკიანი პოზიტიურ შეფასებებს არ იშურებს ყოფილ პრემიერ-მინისტრზე საუბრისას:

მამუკა ბახტაძე იყო გამორჩეული პრემიერი. მასთან მუშაობა, ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მინისტრისთვის, კომფორტული იყო. მან იცოდა მოსმენა და კითხვაზე სწორი პასუხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ხელმძღვანელობ ისეთ უწყებას, როგორიც არის იუსტიციის სამინისტრო.

მნიშვნელოვანია, პრემიერი პოულობდეს დროს, მოუსმინოს მის მინისტრს და დაეხმაროს მართვაში.

მინდა, საჯაროდ მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს, მუშაობის ასეთი ხარისხისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული