ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

მიზანმიმართულად მაკოტრებენ და ამის წინააღმდეგ ყველა ღონეს გამოვიყენებთ ჩვენ – ლაურა ღაჭავა

“ლილო სითის” მფლობელი ლაურა ღაჭავა, მის ობიექტებზე დადებული ყადაღის მოხსნას მოითხოვს, რადგანაც ეს სახელმწიფოს მხრიდან არასწორ ქმედებად მიაჩნია და ამის გამო ბიზნესსაქმიანობში ხელი ეშლება:

მთავარია ჩემთვის, რომ ანგარიშზე ინკასო და ყადაღა მოიხსნას. აღნიშნულთან დაკავშირებით რაც დაიწერა კონკრეტულ ორგანიზაციებში, პასუხი არა გვაქვს მიღებული იქედან, თუ ეს არ იქნება მიღებული იძულებული გავხდებით, რომ ევროპაში წავიდეთ და სარჩელი იქ შევიტანოთ.

ყველა ჩემს შპს-ს ადევს ყადაღა და ინკასო 25 დღეა, ამდენად ეს ძალიან დიდი დროა წარმოებისთვის. გამიჩერდა ყველაფერი, უცხოელებთან კონტრაქტს ვერ ვდებ, იმიტომ რომ ანგარიშია დაბლოკილი და ვერ მირიცხავენ იმ თანხას რაც საჭიროა.

მიზანმიმართულად მაკოტრებენ და გაკოტრებას რომ მოვერიოთ, ყველა ღონეს გამოვიყენებთ ჩვენ” – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

აღნიშნული განცხადება “ლილო სითის” მფლობელმა გააკეთა სტიქიური უბედურების მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ცნობილია 6 ივნისს გვიან საღამოს გაჩენილმა ხანძარმა სერიოზულად დააზარალა ლილოში ე.წ. “ჩინური ბაზრობის” ტერიტორიაზე განთავსებული ათობით სავაჭრო ობიექტი და დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. ასევე ცნობილი ხდება, რომ სავაჭრო ობიექტები დაზღვეული იყო და საკითხის გასარკვევად ადგილზე იმყოფებოდა სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელიც.

ხანძართან დაკავშირებით ძალზე საყურადღებო ინფორმაციები გაავრცელა “ჩაინა ლილო სითის” დირექტორმა, ზვიად ქირიამ, რომელიც ასევე საუბრობს ბაზრობის მფლობელების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზე, ხანძართან მიმართებაში აქვს სერიოზული ეჭვები და აქცენტს ამახვილებდა ხანძრის ჩაქრობის პროცესში არსებულ ხარვეზებზეც.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული