პარასკევი, მარტი 29, 2024

მაინც გირაო მოითხოვეს, არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის – ნიკა გვარამია

როგორც ცნობილია ა.წ. 9 აგვისტოს საქართველოს პროკურატურამ “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა და სასამართლოს მიმართა აღკვეთი ღონისძიების სახით 80 ათასი ლარის გირაოს შეფარდების მოთხოვნით.

რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. ბრალდებულს ასევე  აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის თანხმობის გარეშე. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების გამოტანამდე ნიკა გრიკოლიამ, მათ შორის სასამართლო დარბაზში, კატეგორიულად განაცხადა, რომ იგი გირაოს არ გადაიხდიდა და მის მიმართ, აღკვეთი ღონისძიების სახედ, ან საპატიმრო ღონისძიება გამოეტანათ, ან საერთოდ არ გამოეტანათ აღკვეთი ღონისძიება.

გაანახევრა… თუ უნდა 2-ზე გადაემრავლებინა და ოთხზე გაეყო, მერე გამოეკლო 77, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, 5 ლარიც რომ ყოფილიყო გირაო, არ გადავიხდიდი, პრინციპის ამბავია თქო ვუთხარი. მოსამართლეს ვუთხარი, რომ გირაოს არ გადავიხდი, არ გამომიტანო-თქო და ეგეთი რამე არ გამიგია, რომ გეუბნება ბრალდებული არ გადავიხდი, მაინც გამოგაქვს… რა მნიშვნელობა აქვს – არ გადავიხდი!

მთავარი ის არის, რომ პროკურატურას ეგ დაემართა, რა სიმბოლური შარვალიც გუშინ ჩავიცვი, შეეშინდა რეალურად და გასაგები იყო, რომ უნდა ეთხოვათ პატიმრობა, ეს ვერ გააკეთეს, მაინც გირაო ითხოვეს. არ გადავიხდი და ერთი თვის მერე ვნახოთ, შეეშინდებათ თუ არა ჩემი პატიმრობის. ეგ არის მთელი საკითხი, ანატომია ამ ყველაფრის“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული