ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

მაგთი ფიქსის სერვისთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს “მაგთიკომისთვის” 17 ივნისიდან CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მოგეხსენებათ, რომ ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია აბონენტებს მაგთი ფიქსის სერვისით ვეღარ  მოემსახურება. აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადასხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა მაგთიკომმა კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო  გამოსავალზე  უარი განაცხადა.

კომისიისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ  შევთავაზეთ კომპანია “მაგთიკომს” მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით  გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის  ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა.

მიგვაჩნია, რომ მაგთი ფიქსის სერვისის გაუქმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემატური ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრის პირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებშია. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ  ყველა ის აბონენტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე  მაგთი ფიქსის მომსახურეობით სარგებლობს არ დარჩეს სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე. ამისთვის კი ოპერატორს ორი არჩევანი აქვს:

პირველი – დათანხმდეს კომისიის შეთავაზებებს;

მეორე – მომსახურეობის გაძვირების გარეშე უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს აბონენტები  ალტერნატიული საკომუნიკაციო სერვისით.

იმისთვის, რომ არც ერთ ადამიანი არ დაზარალდეს და არ შეეზღუდოს სატელეკომუნიკაციო მომსახურეობის მიღება, ისინი უნდა  დაუკავშირდნენ კომპანია მაგთიკომს და მოითხოვონ ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოფა. თავის მხრივ კი კომპანია “მაგთის”, როგორც ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, მოვუწოდებთ მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს, გაითვალისწინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებული ვითარება და განიხილოს კომისიის შეთავაზება.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული