ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ირაკლი კობახიძე: “სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი!”

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბრალდებებს უყენებს ცალკეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ “ნაციონალული მოძრაობის” ერთგვარ “სატელიტებად” მიიჩნევს:

“ეს არის ყოფილი გონგოები, იცით რასაც ნიშნავს ეს სიტყვა (იგულისხმება მთავრობის მიერ მართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რედ.), “ნაციონალური მოძრაობის” გონგოები, რომლებიც, მას შემდეგ რაც წააგეს მათ არჩევნები, გადავიდნენ ოპოზიციაში და დღეს გადაიქცნენ გონგოებად და შესაბამისად, ისინი არიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დღევანდელ დღეს. ბუნებრივია ეს არ არის სწორი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის სუსტი, არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა იყვნენ, ბუნებრივია, პოლიტიკურად ნეიტრალური და მათ ნეიტრალურად უნდა გააშუქონ ის მოვლენები, დააკვირდნენ იმ მოვლენებს, რომელიც წარიმართება პოლიტიკურ სივრცეში. რატომ მოხდა მათი ლუსტრაცია მაინც და მაინც საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ეს არ ვიცი. როგორც ჩანს, ჩათვალა “ნაცმოძრაობამ”, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ის არჩევნები, სადაც მათ შეეძლოთ მოგება. ამიტომ ყველა რესურსის ლუსტრირება მოხდა, თუმცა ხედავთ, რომ ამანაც კი არ მოუტანა ნაცმოძრაობას გამარჯვება” – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული