პარასკევი, მარტი 29, 2024

თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ, კომბლების რევოლუციას – ლევან ვასაძე

ბიზნესმენ ლევან ვასაძის მოწოდებაზე, ასობით ადამიანი მივიდა ვერის ბაღი, აქციაზე, სადაც ახალი ინიციატივები გაჟღერდა, რომლის მიზანი კორდონების გარღვევა და ლგბტ აქტივისტების შეკრების ადგილებებიდან გაყვანაა:

ჩვენ მოვახდენთ, დღეს, თვით ორგანიზებას, სახალხო რაზმებად.

გვეყოლება ათეულები, ათისთავებით, ეს ათეულები შეიკრიბება ათ-ათი, ასეულებად, ასისთავებით და ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი.

ერთ კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში, გაინაწილებენ ქალაქს და იქნება ქალაქის პატრულირება. იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა – ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით, რომლებიც გვექნება თან და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან.

ეს იქნება სოლისებური შესვლები, ათეულების დარტყმები, ამ კორდონებზე. პირველი ათეული შევა ვერ გაანგრევს, მაგრამ მეორე დაარტყამს, დაასუსტებს და მესამე ხომ შევა, მეოთხე ხომ შევა, მეხუთე ხომ შევა.

გარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს, იმიტომ რომ, მაგ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ პასუხს.

ეს კომბალი არ მოხვდეს არც ერთ გარყვნილ ადამიანს, არც ერთ ქათამს, არც ერთ თხას.

ჩვენ თავს არ გაგალახინებთ ძმაო, ეს გამორიცხულია. თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ, კომბლების რევოლუციას!” – განაცხადა ლევან ვასაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული