პარასკევი, მარტი 29, 2024

თეონა ჭალიძე: “დავით სერგეენკო ტყუის!”

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ ოჯახის სოციალური საჭიროებების შეფასება და შინა მეურნეობის შეფასების პროცესი უწყვეტად მიდის და არასოდეს არ გაჩერებულა, ეხმიანება “პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ჭალიძე.

დავით სერგეენკო ტყუის, როცა აცხადებს, რომ უწყვეტ რეჟიმში ხდება უკიდურეს სიღარიბეში და გაჭირვებაში მყოფი ბავშვების დახმარება. ყველა წვრილმანზე ათასობით ბავშვს უჩერებენ საარსებო შემწეობას 3-4 თვის ვადით. მაგალითად თუ ოჯახში ვინმე დააპატიმრეს ან გათხოვდა ან რაიმე სხვა მიზეზით მოხდა ოჯახის წევრების რაოდენობის ცვლილება მაშინვე მყისიერად უჩერებენ საარსებო შემწეობას ოჯახს და იწყებენ ხელახლა შემოწმების პროცედურებს, რომელიც 4 თვემდე გრძელდება.

ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური მომსახურების სააგენტოს უმოქმედობის ბრალია ის, რომ მათი ბიუროკრატიული პროცედურების გამო ბავშვები 4 თვის განმავლობაში რჩებიან უყველაფროდ. ამ თვეების განმავლობაში რითი უნდა იარსებონ ამ ბავშვებმა?!

ანუ შიმშილობისთვის წირავენ ბავშვებს!

ასევე ხდება, მაშინაც თუ ოჯახმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა, ქირით ცხოვრობდა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდა, რაც ძალიან ხშირად ხდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი არცკი ცდილობს, რომ მსგავსი საკანონმდებლო ხარვეზები იქნას გამოსწორებული და ეს 4 თვიანი პროცედურების ხანგრძლივობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი“- აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული