ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ეს არის “ქართული ოცნების” მხრიდან უნიათო მცდელობა, აჩვენოს, რომ ვითომ ვინმე უჭერს მხარს – გიორგი ვაშაძე

“ქართული ოცნების” ინიციატივით დედაქალაქში დაგეგმილ ღონისძიებაში რეგიონებიდან ხალხის მობილიზებას და თბილისში ჩამოყვანას ეხმიანება “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე:

ფაქტია, რომ „ქართული ოცნება” დარჩენილია რამდენიმე ათასი იძულებით ჩამოყვანილი საჯარო მოხელის იმედად.

ყველამ ხომ იცის, რომ მეხანძრეები აღარ დატოვეს რეგიონებში და ღმერთმა დაგვიფაროს, სადმე ხანძარი მოხდეს, ალბათ, ხანძრის ჩამქრობი არავინ იქნება.

აღარ დატოვეს სასწრაფოში მომუშავე ექიმები და მასიურად მოჰყავთ თბილისში.

კიდევ კარგი, რომ დღეს სწავლა არ არის, თორემ დღეს მოსწავლეები დარჩებოდნენ გაცდენილი გაკვეთილებით.

დასასუფთავებელი თუ რამე გახდა, იცოდეთ, რომ დღეს ვერავინ გაიტანს რაიონში იმიტომ, რომ დასუფთავების სამსახურის ყველა თანამშრომელი ჩამოყვანილია.

თუ საზოგადოებრივი მართლწესრიგი იქნა სადმე დასაცავი, ვერავინ დაიცავს იმიტომ, რომ ყველა ჩამოყვანილია თბილისში. ეს არის „ქართული ოცნების” მხრიდან უნიათო მცდელობა, აჩვენოს, რომ ვითომ ვინმე უჭერს მხარს“, – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული