პარასკევი, აპრილი 19, 2024

ეკა ბესელიასგან უკვე დამღლელია მის პირად ცხოვრებაზე საუბარი – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დამღლელად მიიჩნევს ეკა ბესელიას მხრიდან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით საუბრებს, ამასთან დაკავშირებით მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა:

დამღლელია უკვე ეკა ბესელიას მხრიდან მის პირად ცხოვრებაზე და მის, ასე ვთქვათ, პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოკადრებზე გავრცელებაზე საუბარი და მუდმივად ამის დღის წესრიგში ქონა. პირველი, რასაც აუცილებლად ვიტყვი არის ის, რომ შესაბამისი პასუხი ამას ყველაფერს გაეცა. ჰქონდა გამოძიებასაც საშუალება, მასაც ჰქონდა საშუალება რომ გამოძიებისთვის მიეწოდებინა ყველა მის ხელთ არსებული ინფორმაცია და ყველაფერი დანარჩენი არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ იყოს ახალი ამბების დღის წესრიგში” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული