პარასკევი, მარტი 29, 2024

დაპირისპირების ქრონოლოგია და შეფასებები პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში

პანკისის ხეობაში 5 მგვ სიმძლავრის მცირე ჰესის – “ხადორი-3”-ის სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნით სპეცტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი და აღშფოთება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და სამართალდამცავებს შორის. დაპირისპირების დროს პოლიციამ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, ხოლო ადგილობრივებმა სამართადამცველების მისამართით – ქვები და სხვადასხვა მყარი საგნები. დაპირისპირების დროს დაზიანდა ავტომანქანები.

“ომი გინდათ? – ომი იქნება, ჩხუბი გინდათ? – ჩხუბი იქნება, მშვიდობა გინდათ? – მშვიდობა იქნება! ჩვენ კი მშვიდობა გვინდა” – ამას აცხადებდნენ პანკისის მაცხოვრებლები, სანამ სიტუაცია გამწვავდებოდა.

პირველი მოლაპარაკები შს მინისტრ გიორგი გახარიასა და მის მოადგილე კახა საბანაძესთან ქ. თელავში შედგა, რომელსაც ხეობის წამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით იგი უშედეგოდ დამთავრდა და პანკისელებმა დატოვეს მოლაპარაკების მაგიდა.

ამის შემდეგ სიტუაცია უკიდურესად იძაბება. დაპირისპირების სიმწვავესა და მძიმე შედეგებზე კიდევ გავამახვილებთ ყურადღებას შემდეგ პუბლიკაციებში. ამჯერად ცალკეული პოზიცია-შეფასებზე გავაკეთებთ აქცენტს:

პანკისში დაგეგმილი ჰესის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ენერგეტიკული განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე ზომის ჰესია, მას დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს.

“სამინისტროს (იგულისხმება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – რედ.) პოზიცია არის ის, რომ ჰესები რომლებიც უნდა აშენდეს, უნდა აშენდეს. მოსახლეობას რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ, ყველა მათ მოსაზრებას და ყველა მათ პოზიციას, რომ გათვალისწინებული იყო და იქნება, რა თქმა უნდა, მოსახლეობის პოზიცია. უკანონო ქმედებას ჩვენ არ დავუშვებთ და რაც კანონის ფარგლებშია, ჩვენ მას განვახორციელებთ” – გიორგი ჩიქოვანმა

დაპირისპირებას გამოეხმაურა შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც მკაცრი შეფასება მისცა მოსახლეობის ქმედებას:

“არავინ, არცერთ შემთხვევაში, არ დაუშვებს არცერთი საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევას. მით უმეტეს, არც თქვენი, არც ფორმიანის და არც კიდევ მშენებლების, მაგრამ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და “მასკები” უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება!”

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ გახდა პოლიციის დამატებითი ძალების შემოყვანა, იმ დროს, როცა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები – შს მინისტრი პასუხობს:

“დამატებითი ძალების შემოსვლა მოხდა მაშინ, როდესაც კონფლიქტი მწვავე ფაზაში იყო შესული” – განაცადა გიორგი გახარიამ.

სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება პანკისში მომხდარ დაპირისპირებას, საქართველოს პრეზიდენტი

“ყურადღებით ვადევნებ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს. მზად ვარ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი ვიღონო, რათა დაცული იყოს როგორც მთლიანად სახელმწიფოს, ისე თითოეული ადამიანის კანონიერი ინტერესები. ერთადერთი გზა შეთანხმებაა” – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

საგანგებო განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა.

“უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები!
მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ და საკითხის მოლაპარაკებების ფორმატში გადაჭრისკენ!” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

უკიდურესად დაძაბული სიტუაციის განმუხტვის მიზნით, მოლაპარაკების მაგიდასთან, შექმნილი სიტუაციის განხილვა კიდევ ერთხელ მოხდა პანკისის მაცხოვრებლებსა და შს მინისტრს შორის. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გიორგი გახარიამ განაცხადა:

“ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰესის მშენებლობას 90% მოსახლეობა თუ დაუჭრეს მხარს, იგი მაშინ აშენდება”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული