სამთავრობო ცვლილებებს ეხმიანება “რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი და მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობის დამტკიცება, განსაკუთრებით კი გახარია/ღარიბაშვილის ტანდემი, დასავლეთისთვის ზურგშექცევას და რუსეთის იმედად ყოფნას ნიშნავს:
“წილი ნაყარია…
გახარია/ღარიბაშვილის ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ტანდემი ივანიშვილის არჩევანია. ქართულ რეალობაში დასავლეთისთვის ზურგშექცევა ჩრდილოეთის იმედად ყოფნას ნიშნავს.
გახარია ივანიშვილის სისხლიანი მძევალია. ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობა ნატოსკენ ქვეყნის სვლის სახიფათო ხელშეშლაა.
გახარია/ღარიბაშვილის ტანდემი შეიარაღებული სტრუქტურების ხელმძღვანელებად შიდადაპოლიტიკური ანგარიშსწორების საფრთხესაც ზრდის.
ივანიშვილი შეგნებულად აღრმავებს საზოგადოებასთან დაპირისპირებას. მან ვერ ისწავლა ვერაფერი, გარდა მტრის ხატზე აგებული პოლიტიკისა. ისევ მიშა/ნაციონალები იქნება მისი ერთადერთი სვლა.
ავაფეთქოთ ბიძინა მისსავე ნაღმზე.
არა ბიძინას! არა ოკუპაციას!
არა ბიძინას მეშვეობით საქართველოს ოკუპაციას!“, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე დავით ბერძენიშვილი.