ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

არ მომწონს ეს ყველაფერი, ტრამპი ძალიან პუტინისტობს – შალვა ნათელაშვილი

აშშ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიმართებაში კონკრეტულ ეჭვებს გამოთქვამს საქართველოს ლეობორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი:

არ მომწონს ეს ყველაფერი, ტრამპი ძალიან პუტინისტობს. ღმერთმა ქნას ეს პრინციპული გეოპოლიტიკური ხედვებით იყოს გამოწვეული და არა სხვა ქვენაგრძნობებით, რაზედაც ეჭვი თვით ამერიკის კონგრესშიც აქვთ.

საქართველოში ელჩის არდანიშვნა უკვე წელიწადზე მეტი, საქართველოს ოკუპირებისათვის რუსეთზე სანქციების არ დადება, სანქციათა მოხსნის პირობად მარტო ყირიმის განთავისუფლება და საქართველოს დეოკუპაციის არ მოთხოვნა ჩემში იწვევს არცთუ სასიამოვნო პროგნოზებს. იმედია ამერიკელი ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული