შაბათი, აპრილი 27, 2024

ალილო – 2020: საშობაო მსვლელობა

ალილოს ტრადიცია საქართველოში, V-VI საუკუნეებიდან იღებს სათავეს, თუმცა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში შეწყვეტილი იყო და 20 წლის წინ 2000 წელს ისევ აღდგა ტრადიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით.

საშობაო მსვლელობა, დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, იწყება რესპუბლიკის მოედნიდან და საოცარი სანახავია, როდესაც მსვლელობას წინ მოუძღვიან პატარა ანგელოზები…

მსვლელობა გაივლის რუსთაველის გამზირს და ასევე ტრადიციულად, პარლამენტის წინ ჩერდება, სადაც ცერემონიას ყოველწლიურად ეგებებოდნენ პარლამენტარები. წელსაც არ დაირღვა ტრადიცია და რამდენიმე დეპუტატი შეეგება მსვლელობას პარლამენტთან, სადაც ორგანიზატორებს საშობაო საჩუქრები გადასცა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

მსვლელობა შემდგომ გზას აგრძელებს თავისუფლების მოედნისკენ, სადაც გარკვეული დროის განმავლობაში შეჩერდება, მსვლელობის მონაწილეთა ნაწილი გადაინაცვლებს საპატრიარქოსთან საიდანაც საჩუქრებით დატვირთული ბრუნდება და შემდგომ მსვლელობა მიემართება სამების საკათედრო ტაძრისკენ, მსვლელობის ბოლო პუნქტისკენ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული