პარასკევი, აპრილი 19, 2024

ადმინისტრაციული სახდელისგან ცალკეულ მოქალაქეთა ერთჯერადი გათავისუფლების თაობაზე, საქართველოს პარლამენტმა შესაბამისი კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნების,  შშმ პირების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების ადმინისტრაციული სახდელისგან ერთჯერად გათავისუფლებას ითვალისწინებს.

პროექტი, ჯამში, 37 350-მდე საქმეს შეეხება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ. სახდელისაგან ის პირები გათავისუფლდებიან, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინეს. კანონი მოქალაქეებს სახდელთან ერთად მასზე დარიცხულ საურავებსაც ჩამოაწერს.

ამნისტია არ ვრცელდება მხოლოდ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 ნაწილითა და 1252-ე მუხლით (დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს მიერ 2018 წლის 10 აპრილამდე დადებულ ადმინისტრაციულ სახდელზე და ამ სახდელზე დარიცხულ საურავზე.

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო” ზემოაღნიშნული კატეგორიის პირთა შესახებ მონაცემთა ბაზების მწარმოებელი ორგანოებიდან ინფორმაციის გამოთხოვის შემდგომ 3 თვის ვადაში ეტაპობრივად შეწყვეტს ამ პირების მიმართ წარმოებაში არსებული საქმეების აღსრულებას. ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული პირების მიმართ იძულებითი სააღსრულებო მოქმედებები არ განხორციელდება:

  • დევნილები − 5 861 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 2 607 063 ლარი;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები − 1 188 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 662 281.21 ლარი;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები − 25 887 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 16 909 193 ლარი;
  • ასაკით პენსიონერები − 2 199 სააღსრულებო საქმე, ჯამურად − 1 853 933 ლარი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები − 2 083 საქმე, ჯამურად − 1 451 459 ლარი;
  • მარტოხელა მშობლები − 132 საქმე, ჯამურად − 54 248 ლარი.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული