ჩვენ მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში გამოვხატავთ პროტესტს და არცერთ პოლიციელს არ ვუქმნით რაიმე სახის დაბრკოლებას სამსახურეობივი მოვალეობის შესრულებისას – გიორგი ვაშაძე

3

გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი, “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები ატარებს არაძალადობრივ ხასიათს და სამართალდამცავ ორგანოებს არ შექმნია რაიმე სახის დაბრკოლება გადაადგილებისას ან სამსახურეობივი მოვალეობის შესრულებისას:

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს, რუსთაველზე მყოფ სამართალდამცავებს აქვთ წინააღმდეგობა აქციის მონაწილეების მხრიდან. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. ჩვენ, იქ მყოფი ადამიანები, მშვიდობიანად, კანონის ფარგლებში გამოვხატავთ პროტესტს და არცერთ პოლიციელს, ჩვენი მხრიდან, არ შექმნია რაიმე სახის დაბრკოლება გადაადგილებისას ან სამსახურეობივი მოვალეობის შესრულებისას.

ჩვენ დავიწყეთ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი იმისთვის, რომ “ქართული ოცნების”დეპუტატებს შევუქმნათ დისკომფორტი და მიმაჩნია, რომ თუ ოდნავი ღირსება მაინც შერჩენია რომელიმეს, საერთოდ არ უნდა გამოცხადდნენ ხვალ პარლამენტში.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას ჩვენი პოლიციის მიმართ და განვმარტავ, რომ ჩვენი მხრიდან არ ჰქონია ადგილი მათთვის, რაიმე ფორმით ხელის შეშლის ფაქტს“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.