ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებიჩემი საქმე სრული ფაბრიკაციაა და მე ვიცი, ვინ...

ჩემი საქმე სრული ფაბრიკაციაა და მე ვიცი, ვინ გააყალბა ეს საქმე – იულია სუსლიაკი

სამართალდამცავების მიერ ტრეფიკინგის ბრალდებით დაპატიმრებული უკრაინის მოქალაქე, იულია სუსლიაკი, საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების გარეშე, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

იულია სუსლიაკის ადვოკატი სამართალდამცავების მხრიდან კანოპნდარღვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ვერ ახერხებენ საქმის გამოძიებას.

იმის გამო, რომ მათ ვერაფერი მოიპოვეს, მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს სიბინძურე არ უნდა გამოტანილიყო გარეთ, ამათი მეცადინეობის შედეგად, ამ მიზეზით მათ მოიფიქრეს ახალი ფორმულარი, თითქოს უკრაინაში უნდა მოხდეს საქმის გამოძიება, რადგან ესენი ვერ ახერხებენ ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე” – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

თავის მხრივ საქმის ფაბრიკაციასა და მის წინააღმდეგ წარმოებულ უკანონო საქმეზე ამახვილებს ყურადღებას იულია სუსლიაკი.

ჩემი საქმე სრული ფაბრიკაციაა და მე ვიცი, ვინ გააყალბა ეს საქმე, მათი სახელებიც კი ვიცი და თუ გონს არ მოეგებიან, მაშინ ყველაფერს ხმამაღლა ვიტყვი. ყველაზე დიდი პრეტენზია გამომძიებელთან მაქვს. მე ბევრჯერ წავედი დათმობაზე ქართულ მხარესთან, ერთადერთი მიზნით, რომ სახლში ბავშვებთან გავეშვი. მთხოვდნენ ბრალის აღიარებას იმ ფონზე, რომ მე არ ვიცნობ ქართულ კანონმდებლობას, მიბიძგებდნენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, თან მიხსნიდნენ, რომ ამაში საშიში არაფერია. საბოლოოდ მივხვდი, რომ მათ უნდოდათ ჩემი ჩიხში შეყვანა” – განაცხადა იულია სუსლიაკმა.

განმარტებებს იძლევა ბრალდების მხარეც. როგორც პროკურორი აცხადებს, აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების სწრაფი განხორციელებისათვის უნდა ჩაერთოს უკრაინის მხარე:

ვინაიდან მტკიცებულებების უმეტესობა ინახება უკრაინაში ბრალდებამ, გამოძიების მიმდინარეობისას, ორჯერ მიმართა უკრაინას მტკიცებულებების გადმოგზავნის მოთხოვნით, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ეს მტკიცებულებები ქართულ მხარეს არ მიუღია. ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ საქმე გადაიგზავნოს უკრაინის პროკურატურაში. მტკიცებულებები, მოწმეების ჩვენებების ბაზა, წერილობითი მტკიცებულებები არის უკრაინაში და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ გადავაგზავნოთ. აქ არაა საუბარი ექსტრადირებაზე. ვინაიდან გუშინ იქნა გამოტანილი დადგენილება საქმის გადაგზავნის შესახებ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ქართული მხარის წარმოებაში ეს საქმე არ არის და ვინაიდან ეს საქმე ქართული მხარის წარმოებაში არ არის, საქართველოში მის მიმართ ვერანაირი აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული ვერ იქნებოდა” – აცხადებს მარიამ გოგორელიანი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დაუშვებელია პოლიციელზე შეურაცხყოფის მიყენება!” – დიმიტრი სამხარაძე

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი სამხარაძე სრულ მხარდაჭერას უცხადებს...

“ქოცები რომ წავლენ, მერე რას აპირებთ?!” – ელისო კილაძე

პოლიციელებსა და შუახნის მამაკაცს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რა...

“რა საბრალოები ხარ, გვერდიდან განახათ თქვენი თავი…” – გოჩა მირცხულავა სამართალდამცავებს მიმართავს

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სამართალდამცავებს მიმართავს: "შსს - როგორი სამარცხვინოები გახდით....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“ასე გვაკლდება კაცები და ვრჩებით მოგონებებთან” – ნადიმ ხმალაძე ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში ნაბრძოლი ნადიმ ხმალაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს...

“ჩემი აზრით “ლელოსთან” შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას და თავის პოზიციას...