პასუხისმგებელი ვარ ქართული ენის გავრცელებასა და პოპულარიზაციაზე – სალომე ზურაბიშვილი

0

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა “დედაენის” დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი იქნება პასუხისმგებელი ქართული ენის პოპულარიზებაზე:

იმისთვის, რომ ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველას ენა, მე, როგორც პრეზიდენტი, პასუხისმგებელი ვარ ამ ენის გავრცელებასა და პოპულარიზაციაზე“.