ნინო ლომჯარია: “უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები!”

1

პანკისის ხეობაში უკიდურესად დაიძაბა სიტუაცია. ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა ჰესის მშენებლობის დაწყების გამო, რის შემდეგადაც საქმეში ჩაერია სამართალდამცავი ორგანოები. როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის დამატებითი ძალები შეჰყავთ.

პანკისში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს სახალხო დამცველი.

უკიდურესად შემაშფოთებელია პანკისის ხეობაში მიმდინარე პროცესები! 
მოვუწოდებ ორივე მხარეს მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლისკენ და საკითხის მოლაპარაკებების ფორმატში გადაჭრისკენ! უნდა გაგრძელდეს დიალოგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის, მნიშვნელოვანია მოსახლეობის როგორც ინფორმირება, ასევე, მათი აზრის მოსმენა.
მზად ვარ ადგილზე შევხვდე დაპირისპირებულ მხარეებს. 
ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოხდეს დაპირისპირების გაღრმავება და დაცული იყოს ადამიანების უსაფრთხოება!” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სააგენტო “პარალელი” სიღრმისეულად სწავლობს საკითხს და დამატებით მოგაწვდით ინფორმაციებს ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.