მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივე არის გასაკეთებელი – მიხეილ სააკაშვილი

2

საქარველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თავის ვიდეომიმართვაში, კონკრეტულ საკითხებზე აკეთებს აქცენტებს და სლოგანით “საქართველოში უნდა გათენდეს!“, როგორც ჩანს, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიას გახსნილად აცხადებს.

ჩვენ წარმოგიდგენთ „ ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯს, ჩვენს კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო წარმატებულ ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც მოქალაქეების თავისუფლება გარანტირებული იქნება, სადაც მათ მაღალი შემოსავალი, ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა ექნებათ,” – წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, ვიდეო მიმართვის წინასიტყვაობად, მიხეილ სააკაშვილი.

მე ერთხელ უკვე გამოვიყვანე საქართველო წყვდიადიდან, ახლა იგივე არის გასაკეთებელი. ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გავაკეთოთ უკეთესად, ვიდრე ეს არის ევროპაში, ვიდრე არის პოლონეთში, ესტონეთში, ლიტვაში, გერმანიაში…” – აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვის დასაწყისში.

ვიდეო მიმართვაში გაჟღერებული ძირითადი გზავნილები:

ჩვენ შევქმნით პირობებს, საქართველოში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციების შემოტანის, სამუშაო ადგილების შექმნის, მაღალი ანაზღაურების. ჩვენი ხალხი იცხოვრებს ისე, როგორც პოლონეთის და აღმოსავლეთ ევროპის სხვა განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ,” – ასეთი შესავალი აქვს საზოგადოებისადმი ვიდეომართვას და განისაზღვრა ძირითადი პრიორიტეტები.

  1. საქართველო იქნება ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც იქნება მხოლოდ ერთი გადასახადი – დამატებითი ღირებულების გადასახადი.  უქმდება საშემოსავლო, მოგების, დივიდენდის გადასახადები;
  2. ყველაზე მცირე ზომის მთავრობა ევროპაში. იქნება ძალიან პატარა, მთლიანად სერვისზე ორიენტირებული მთავრობა, რომელიც მოემსახურება ხალხს;
  3. მიზნობრივი ჯანდაცვის სისტემა. მინიმუმ 2 მილიონ ადამიანს ყოველწლიური უფასო გამოკვლევები. მინიმუმ სამჯერ გაზრდილი სოციალური დახმარება;
  4. ლაზიკა – თავისუფალი ქალაქი. ლაზიკაში აუცილებლად შეიქმნება თავისუფალი ქალაქი, სადაც ყველა ადამიანს, არა მხოლოდ გარშემო მაცხოვრებელს, არამედ საქართველოში მასშტაბით, მთელ მსოფლიოში მცხოვრებ ნიჭიერ ქართველებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, ექნებათ მრავალათასლარიანი, მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილი. ოჯახების შემოსავალი, ამ რეგიონში, იქნება ასობით ათასი ლარი წელიწადში;
  5. სკოლებში ევროპული პროგრამების დანერგვა. პედაგოგების მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი და ის მუდმივად გაიზრდება;
  6. საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უნდა დაიხუროს. ყველა მსუბუქი დანაშაული, ყველა ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საპატიმრო სანქციებით. თანამედროვე ტექნოლოგიები, პროგრესი იძლევა ბევრი ალტერნატიული შეზღუდვის გამოყენების საშუალებას;
  7. არცერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა დაბრუნდეს თავის კაბინეტში...
კომენტარები