თინა ბოკუჩავა: “ქალბატონო თეა, თქვენსავით დაუსწრებლად დაბალრეიტინგულ სასწავლებელში არ ვსწავლობ”

4

პარლამენტის დარბაზში გრძელდება დაპირისპირებების სერია. ამჟამად კონკრეტული პრეტენზიებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თინა ბოკუჩავა იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს მიმართავს.

მინდა რაღაც გადავცე ქალბატონ თეას. გუშინ განცხადება გაუკეთებია, ირიბი მინიშნებებით ჩემს კომპეტენციაზე. ქალბატონო თეა, მართალია ამჟამად თქვენსავით დაუსწრებლად დაბალრეიტინგულ სასწავლებელში არ ვსწავლობ და არც არსებული დიპლომებით ვაპირებ ეთერებში სიარულს, როგორც თქვენ აკეთებდით, თუმცა თქვენ პირადად, სამახსოვროდ, მინდა გადმოგცეთ ზოგიერთი ჩემი დიპლომის ასლი.

ახლა უფრო სერიოზულ ნოტაზე: ვფიქრობ, რომ ქალი იუსტიციის მინისტრი, საქართველოში, სადაც ყოველი მე-7 ქალი ძალადობის მსხვერპლია, ასეთი ტიპის გენდერულად არასენსიტიურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს” – აღნიშნავს თინა ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, თინა ბოკუჩავას მისამართით, თავისებური შეფასებები გააჟღერა:

მე ის ნამდვილად ვიცი, რომ ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს ის ძალიან ლამაზი ქალია“.