ვწუხვარ ვინმემ მართლა არ დაიჯეროს, რომ ეს უსინათლო და უწყლო სოფლები ახლა შევქმენით – გიორგი ვოლსკი

2

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმატებებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უსინათლო და უწყლო სოფლები წინა ხელისუფლების მემკვიდრეობააო:

ვწუხვარ ვინმემ მართლა არ დაიჯეროს, რომ ეს უსინათლო და უწყლო სოფლები ახლა შევქმენით და ახლა აღმოცენდა სიცარიელიდან. ეს ხომ დაგვხვდა. უამრავი ადამიანი ლოგინს მიჯაჭვული, სიკვდილის სარეცელზე დაწოლილი, უამრავი ადამიანი, ვისაც ღვიძლის კიბო ჰქონდა, ახალგაზრდები განსაკუთრებით, ეს ხომ დაგვხვდა. ეს დანგრეული გზები, გაზზე აღარ არის ლაპარაკი, დენის გარეშე სოფლები ხომ დაგვხვდა. შეადარეთ სტატისტიკა, ახლა რა მდგომარეობაა და რა მდგომარეობა იყო.

და ასეთი გააფთრებით და გამწარებით შემოტევა ერთადერთს ემსახურება, რომ დაძაბულობის ატმოსფერო შენარჩუნებული იქნეს და ვინძლო, განვითარდეს კიდევაც. ნუ ავყვებით, ვიმუშაოთ!“ – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.