ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმ – “თეთრი ქარავანის” წარმატება

4

ელდარ შენგელაიას და თამაზ მელიავას ფილმს – “თეთრი ქარავანი” კანის კინოფესტივალის სექციაში – Cannes Classics აჩვენებენ. ამ თემასთან დაკავშირებით, ეროვნულ კინოცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა.

საქართველოს „თეთრი ქარავანი“ ქართული კინომემკვიდრეობის სამშობლოში დაბრუნების ისტორიული პროექტის ფარგლებში დაუბრუნდა, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად ახორციელებენ.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა ფილმის კინოფირი 4K გარჩევადობის კინოსკანერზე გადაიტანა. ამავდროულად გაკეთდა ფერის, გამოსახულების და ხმის კორექცია. საფესტივალო ჩვენებისთვის DCP ფორმატში მომზადდა ორი ვერსია – ინგლისური და ფრანგული სუბტიტრებით.

1963 წელს გადაღებული ფილმი ეხება მთის, მეცხვარეების ცხოვრებას:
“გამოცდილი მწყემსი მარტია ახლოური სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკება. მძიმე და ერთფეროვანია მეცხვარეთა შრომა, მცირე შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მარტიასუფროსი შვილი გელა მწყემსურ ცხოვრებაზე გულს აიყრის, ახლობლების რჩევას ყურს არ დაუგდებს, ცხვარსმიატოვებს და იოლი ცხოვრების საძიებლად ქალაქს მიაშურებს. ქარიშხლისგან დაფანტული ცხვრისგადასარჩენად სტიქიასთან ბრძოლაში მარტია დაიღუპება. ქალაქიდან დაბრუნებული გელა მამისსიკვდილში თავის დანაშაულს ხედავს და მწარედ ნანობს მის მიტოვებას”.

კომენტარები