ოთხშაბათი, ოქტომბერი 15, 2025
18.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანსჯის საგანიაი ასე, ნელ-ნელა, საძირკველიდან თითო აგურის გამოცლით ანგრევენ...

აი ასე, ნელ-ნელა, საძირკველიდან თითო აგურის გამოცლით ანგრევენ ქართულ სახელმწიფოს – მამუკა გამყრელიძე

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია”-ს ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა გამყრელიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე შეფასებას აძლევს შს მინისტრის პანკისის ხეობის მაცხოვრებლებთან შეხვედრას და მის მიმართვას ადგილობრივი მაცხოვრებელებისადმი:

ტელევიზიით ვუყურებ გახარიას შეხვედრას პანკისის ხეობის მოსახლეობასთან. მინისტრმა რამდენჯერმე გაიმეორა: “ჩვენი ძმობა” “ჩვენი მეგობრობა”.

ეს არის უზარმაზარი შეცდომა, როცა შსს მინისტრი განსაკუთრებით უსვამს ხაზს საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის ეთნიკურ წარმომავლობას. რა ძმობა ? ვისა და ვის შორის ? ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან. ისეთივე ქართველები, როგორიც თავად გახარიაა (ცხადია თუ გახარია ქართველად მოისაზრებს თავს). რა მნიშვნელობა აქვს ვინ სად დაიბადა და ვინ ვისი შვილია ? ეს ხალხი ქართულ სახელმწიფოში ცხოვრობს სხვებთან ერთად.

აი ასე, ნელ ნელა, საძირკველიდან თითო აგურის გამოცლით ანგრევენ ქართულ სახელმწიფოს!

მამუკა გამყრელიძე ასევე ეხმაურება მის მიერ ზემოთ დაფიქსირებული პოზიციის კრიტიკოსს, რომელიც ახსენებს მიხეილ სააკაშვილის მსგავს გამონათქვამებს და პასუხობს:

ერთმა ხელისუფლების მომხრემ მომწერა, სააკაშვილმაც “ძმები” უწოდა პანკისელებს და მაგისთვის “მოსულაო”?

სპეციალურად თავიდან ბოლომდე მოვუსმინე სააკაშვილის მოწოდებას პანკისელებისადმი. მინდა იმ ადამიანს, რომელმაც მომწერა, ვუპასუხო ღიად (ალბათ სხვებსაც გაუჩნდებოდათ ეს კითხვა). მიშამ თქვა “ჩემს პანკისელ დებს და ძმებსო”. ანუ მის საკუთარ ძმებად და არა ქართველების ძმებად მოიხსენია. განსხვავება ამ ორ ფრაზას შორის უზარმაზარია.

სააკაშვილს ჩემი გაპრავება არ სჭირდება და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სხვა დროს, რაიმე პროვოკაციულ ფრაზას აუცილებლად გვტყორცნის, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ცამდე მართალია“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ამ ბრძოლაში ვიქნები ბოლომდე – ციხეშიც და თავისუფლებაზეც” – ირაკლი ნადირაძე

“38-ე საკანში სინდისის პატიმრებთან — ნიკოლოზ ჯავახიშვილთან, რეზო კიკნაძესთან...

“ამ პერფომრმანსებს რომ აწყობთ და სიმბოლოებს ეთამაშებით, ხომ უნდა აიღოთ პასუხისმგებლობა, რასაც აკეთებთ იმაზე”...

საპროტესტო აქციაზე, პატიმრების ასოციაციით გამართულ პერფომანსს, კრიტიკული შეფასებით ეხმაურება...

“ექიმი პედიატრის დაკავება: როდესაც ძალა არგუმენტებს ცვლის” – ალექსი ნონიაძე გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებაზე

ანალიტიკოსი, ალექსი ნონიაძე ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაკავების...

“ყველა მიმდინარე ახალი კანონი და მომავალში რაც იქნება, ბუნებრივი გაგრძელებაა უკვე დამკვიდრებული ტოტალიტარიზმის გაძლიერების”...

მმართველი გუნდის მიერ დაანობსებული საკანონმდებლო ინიციატივები და საკონსტიტუციო სასამართლოში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ კიდე მე მაკრიტიკებთ, როცა ბრძენს ვეძახი!” – ელისო კილაძე

ელისო კილაძის შეფასებები, მოსაზრებები, ვარაუდები: "წულუკიანის კომისიის დასკვნას მიემატება 4...

“მაშინ ბევრი ვიცინე და ახლა მეტირება მურთაზის ირგვლივ ძალადობას და ძალადობის დასაორგანიზებელ ფულს რომ...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ეკა ხერხეულიძე ყოფილ მთავარ...

“მესმის კრეტინი და ბითური ვიყავიო ამის აღიარება უფრო რთულია, მაგრამ ბოლოს მაინც მონანიება ჯობია…”...

საქართველოს მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე, პარლამენტის ყოფილი წევრი,...

“ეს ბრძოლა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს!” – მურთაზ ზოდელავა

საყურადღებო მინიშნებებით, ემოციური კომენტარი გააკეთა მედიასთან ოპოზიციონერმა ლიდერმა, მურთაზ...

“ტიპს კანტი, ჰეგელი და დეკარტი ფეხბურთელები ჰგონია, ალბათ და უცებ ეს ათქმევინეს, რომ ყველას...

მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას, კულტურის მუშაკებთან შეხვედრისა და დაჯილდოებისას,...