ადა მარშანიას ხმაურიანი პროტესტი პარლამენტში

2

პარლამენტში, ინტერპელაციის წესით საქართველოს პრემიერმინისტრს მოუსმინეს.

პარლამენტის ეს მოსმენა საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა და დაპირისპირებისა თუ ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა, თუმცა ყველაზე ორიგინალური მაინც დეპუტატ ადა მარშანიას პროტესტი იყო, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა და პროტესტის ნიშნად, რეგლამენტის შესაბამისად დადგენილი, დღევანდელი დღის გრაფიკი დახია. ამის ძირითადი მიზეზი კი იყო ბიუროზე დამტკიცებული რეგლამენტი, რის გამოც დეპუტატებს კითხვის დასასმელად დრო ჰქონდათ შეზღუდული.

ჩვენ არ ვესწრებოდით იმ ბიურის სხდომას, სადაც ეს სამარცხვინო გრაფიკი იყო დამტკიცებული. არ ვეთანხმებით მას, აი ეს არის თქვენი გრაფიკი (და ამ დროს ადა მარშანია ახდენს შესაბამისი გრაფიკის დახევას), ეს არის დაცინვა, ეს არის თამაში, ეს არის სპექტაკლი – ეს პირველი.

მეორე – პლენარული სხდომა, სესია არის უმაღლესი კანონი პარლამენტში, ჩვენ პლენარული სხდომითაც შეგვიძლია კანონების შეცვლა, ეს თქვენ თუ იცით, ამის შეხსენება მინდა თქვენთვის.

არ ვეთანხმებით ჩვენ ამ გრაფიკს, თავად ბიურო გადადგეს, რომელმაც ეს გრაფიკი დაამტკიცა, სამარცხვინო. აი, თქვენი გრაფიკი, გადავხიე, არ ვეთანხმები მას, არ ვემორჩილები მას” – განაცხადა ადა მარშანიამ.

კომენტარები