ალექსი ნონიაძის სივრცე

ალექსი ნონიაძე

დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ინჟინერ-ეკონომისტი, პუბლიცისტი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებიდან დღემდე სამი ათეული წელი გავიდა. ძნელად მოიძებნება საღად მოაზროვნე ადამიანი თავისი ქვეყნის პატრიოტი, რომელსაც დრო არ დაეხარჯოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსავალზე ფიქრში, რომელშიც ჩვენი საზოგადოება დღეს იმყოფება.

მძლავრი პოლიტიკური, ეკონომიკური, სასამართლო, თავდაცვითი, სამართალდამცავი ინსტიტუტების არსებობა განვითარებული, დემოკრატიული სახელმწიფოს წინაპირობაა. თავის მხრივ განვითარებული სახელმწიფო თავის მოქალაქეებს სთავაზობს იმგვარ გარემოს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური და მორალური მდგენელი ერთმანეთთან თანხვედრაშია და არაა წინააღმდეგომაში. მოქალაქე, რომელიც ხვდება, რომ იგი საზოგადოების მნიშვნელოვანი და დაფასებული წევრია, დაცულია მისი მოქალაქეობრივი, პროფესიული თუ ბიზნეს ინტერესები ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, აქტიურად არის ჩართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში.

ნიკოლო მაკიაველი (1469-1527წწ.), ჯონ მეინარდ კეინზი (1883-1946წწ.),  გიორგი V ბრწყინვალე (1286-1346წწ.), ილია ჭავჭავაძე (1837-1907 წწ.), არმან ჟან დიუ პლეს რიშელიე (1585-1642წწ.),  ჟან-ბატისტ კოლბერი (1619-1683 წწ.) ეს არის იმ საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწეთა არასრული ჩამონათვალი, რომელთა ცხოვრებამ და მოღვაწეობამ დამარწმუნა ძლიერი სახელმწიფოს აუცილებლობაში.

საქართველოს მომავალი ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნას უკავშირდება!!!

ალექსი ნონიაძის ანალიტიკა