შაბათი, აპრილი 20, 2024

“გირჩი” აქვეყნებს “JUD”-ის კვლევის შედეგებს: ჯაფარიძე – 13.27 %, ზურაბიშვილი – 15.20%

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩი”, ორგანიზაციის ფეისბუკის გვერდზე, აქვეყნებს კვლევის შედეგებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ძირითად კანდიდატებთან მიმართებაში:

JUD-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძეს მოსახლეობის 13.27 % აძლევს ხმას, მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ კანდიდატებთან მარცხდება.

კომპანია JUD-ის მიერ გირჩისთვის მომზადებული კვლევის მიხედვით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე:

ქართული ოცნების კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს ხმას 15.20% მისცემს;

გირჩის კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს ხმას ამომრჩეველთა 13.27% მისცემს;

ენმ-ის და სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს მხარს 11.57% უჭერს;

ევროპული საქართველოს კანდიდატს დავით ბაქრაძეს ამომრჩევლის 9.41% მისცემდა ხმას;

შალვა ნათელაშვილს მხარს 2.70% უჭერს;

სხვა კანდიდატებს ხმას გამოკითხულთა 3% აძლევს;

ყველას გადახაზვას 11.20% აპირებს.

JUD-ის მიერ გირჩისთვის მომზადებული კვლევის შედეგებით, იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური გაიმართება და მისი ერთ-ერთი სუბიექტი სალომე ზურაბიშვილი იქნება, ის ზურაბ ჯაფარიძესთან და დავით ბაქრაძესთან დამარცხდება.
კვლევის მიხედვით, თუ მეორე ტური ზურაბიშვილსა და ჯაფარიძეს შორის შედგება, ხმები ასე ნაწილდება:

ჯაფარიძე – 47.13%
სალომე ზურაბიშვილი – 24.2%;

თუ მეორე ტური ზურაბიშვილსა და ბაქრაძის შორის გაიმართება:

ბაქრაძე – 41.4%
სალომე ზურაბიშვილი – 29.3%

კვლევა გირჩის დაკვეთითა და დაფინანსებით ჩაატარა კომპანია JUD-მა. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 სექტემბერს, შერჩევა განხორციელდა სამსაფეხურეობრივი კლასტერული პრინციპით და მოიცავდა საქართველოს ტერიტორიას ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. სულ გამოიკითხა 1907 ამომრჩეველი, კვლევის ცდომილება 2-3%-ია, კვლევის სანდოობა -96%.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული