პარასკევი, აპრილი 19, 2024

კაცხის მონასტრის რეაბილიტაცია

მუნიციპალური განვითარების ფონდი კაცხში ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტს იწყებს. ამჟამად, კაცხის სვეტთან, კელიების და მომსახურების ცენტრის მშენებლობაა დაგეგმილი.

პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მამათა საცხოვრებლის რეკონსტრუქცია, ტურისტული სივრცის და ეზოს კეთილმოწყობა.

პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასმელი წყლის რეზერვუარის მოწყობა და შესაბამისი ქსელის გამართვა, რაც როგორც ბერების, ისე ე. წ. ხარატიშვილის დასახლების ოცამდე ოჯახისთვის წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს.

სარეაბილიტაციო სამუშაო ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას. უკვე წლის ბოლოდან ადგილობრივებს და ტურისტებს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა დახვდებათ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებული იქნება.

კაცხის სვეტი უძველესი და უნიკალური ძეგლია. ისტორიკოსების ვარაუდით, სვეტის ძირში გამოკვეთილი ბოლნური ტიპის ჯვარი, არაუგვიანეს VI საუკუნით თარიღდება. მისი სიმაღლე 40 მეტრია. ქართველ სპეციალისტებთან ერთად, კაცხის სვეტით, ბევრი უცხოელი მკვლევარი, მოგზაური და გამოცემა დაინტერესდა.

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კაცხის მონასტერთან სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაო და კულტურული მემკვიდრეობის ზონების კეთილმოწყობის ერთი ეტაპი უკვე დასრულდა.

გამაგრდა მონასტრის გუმბათი, რესტავრირდა სარკმლები და გალავანი. კეთილმოეწყო ტერიტორია, ავტოსადგომი, სველი წერტილები. რეაბილიტირდა კერძო პირების ღობეები და ჭიშკრები, სასაფლაოს გალავანი, მონასტრამდე მისასვლელი გზა, მოეწყო გარე განათების სისტემა.

წყარო

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული