ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

პაატა დავითაია – ჩვენ ვხედავთ ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს

პოლიტიკური გაერთიანება “ახალი საქართველოს” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კონკრეტული შეფასებები გააკეთა “საქართველოს ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა პაატა დავითაიამ. მან ხაზი გაუსვა გიორგი ვაშაძის უდიდეს როლს ოპოზიციური გაერთიანების ფორმირებაში, ასევე ინოვაციურ მიდგომებს საარჩევნო კამპანიაში და მისი სახით ხედავს მომავალ პრემიერ-მინისტრს.

მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მაშინ, როდესაც ბატონი გიორგი ვაშაძე დასახელდა გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად და ის გამოცდილება, რაც ჩვენ მივიღეთ 2017 წელს, ახალი სისტემები გამოვიყენეთ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო კამპანიისთვის, ახალი მიდგომები, ის ახალი ტექნოლოგიები, ხმის დაცვის ტექნოლოგიებზეა საუბარი, იმ რესურსების ფონზე, როდესაც არაერთი მილიონი იყო დახარჯული სახელმწიფოს მხრიდან.

როცა საუბარია, თუ რა შეიძლება იყოს ქვეყნის მომავალი, ჩვენ რეალურად  ამ პარტიაში (“ახალი საქართველო”, რედ.) ვხედავთ ქვეყნის მომავალ ერთ-ერთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს და ეს არის გიორგი ვაშაძე, იმიტომ რომ მას შეუძლია გააკეთოს ის, რომ მოახერხოს დიალოგი, მოახდინოს გაერთიანება და თავისი ამბიციები დათმოს, თუ დადგა ამის საჭიროება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ პოლიტიკოსს არ შეუძლია ამის გაკეთება. ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პოლიტიკური პარტია მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებას” – აღნიშნა პაატა დავითაიამ.

“ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, ასევე, ხაზი გაუსვა გაერთიანებული ოპოზიციის როლს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა და ყველა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს მადლობა გადავუხადო, იმიტომ რომ მათ გაუძლეს ძალიან დიდ ზეწოლას. დღესაც პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ არის ბევრი ძალა, რომელიც ცდილობს გაერთიანების დაშლას, ეს არის გარე ძალები, არის შიდა ოპოზიციური ძალებიც, რომლებიც ცდილობენ, რომ მარტო შეუძლიათ წარმატების მიღწევა – ეს გამორიცხულია. თქვენ ნახეთ, თუ რა თამაშის წესები ყალიბდება – რაც შეიძლება მეტი დაქსაქსვა პოლიტიკური ძალების, რაც შეიძლება მეტი კონკურენცია ერთმანეთში, რომ მოხდეს “ქართული ოცნების” გამარჯვება. ჩვენ ყველას უნდა გვეყოს გონიერება, რომ დიდი გაერთიანებისთვის გავაღოთ კარები – ქალბატონი თაკო ჩარკვიანი, რომელიც ამ გაერთიანების პოლიტიკური ახალი სუბიექტი ხდება, წევრი” – განაცხადა პაატა დავითაიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული