ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

თამთა შამათავა: “მინისტრის მოადგილეების ცოლები საჯარო სამსახურებში მას შემდეგ დასაქმდნენ, რაც მათი ქმრები მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ”

ქვეყანაში გახშირებული ნეპოტიზმის ფაქტები იყო “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრის ბრიფინგის მთავარი თემა, რა დროსაც თამთა შამათავამ დაასახელა ფაქტები, როცა სხვადასხვა უწყებაში დასაქმებულები არიან “ქართული ოცნების” ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელეების ოჯახის წევრები და მოითხოვს ცალკეული უწყებებისგან, რომ მათ გაასაჯაროვონ, თუ რა კრიტერიუმებით მოხდა ხსენებულ პირთა სამსახურებში აყვანა,  გაიარეს თუ არა კონკურსი, ხოლო დადებით შემთხვევაში, გამოაქვეყნონ ტესტირებისა და გასაუბრების შედეგები:

“ახალი საქართველოს” რამდენიმეთვიანი კვლევის შედეგად, შესწავლილ იქნა ნეპოტიზმის შემთხვევები მთელი საქართველოს მასშტბით. კერძოდ, ქალაქების მერების მეუღლეები, მინისტრების და მინისტრის მოადგილეების ცოლები. ეს არ არის ერთეული შემთხვევები, საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან.

დღეს წარმოგიდგენთ ნეპოტიზმის კონკრეტულ ფაქტებს, ცალკეულ სამინისტროებში. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ მინისტრის მოადგილეების ცოლები საჯარო სამსახურებში მას შემდეგ დასაქმდნენ, რაც მათი ქმრები მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ:

  1. კახაბერ საბანაძის (შს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ანა ვახტანგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – მთავარი სპეციალისტი;
  2. ლევან კაკავას (შს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ნანა აბშილავა, მთავარი პროკურატურა – მრჩეველი;
  3. ლევან იზორიას (თავდაცვის მინისტრი) ცოლი, ლანა მანჯგალაძე, სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. (კორპორაციის აქციათა 100%-ს სს “საპარტნიორო ფონდი” ფლობს, რომელიც, თავის მხრივ, სახელმწიფო საკუთრებაშია. კომპანიის მართვის უფლება მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, რომელიც 2018 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდა);
  4. ნუკრი გელაშვილის (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი, მარიამ მანველიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;
  5. ალექსანდრე ხვთისიაშვილის (საგარეოს მინისტრის მოადგილე) ცოლი, ნინო თათანაშვილი, შსს მომსახურების სააგენტო – მთავარი ინსპექტორი;
  6. გიორგი კაკაურიძის (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) ცოლი, ადა ეკიზაშვილი, ცესკო;
  7. ნიკოლოზ გაგუას (ფინანსთა მინისტრის მოადგილე) ცოლი, თბილისის მერია – მთავარი სპეციალისტი;
  8. მამუკა ცოტნიაშვილის (ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი, მარეხი მთვარელიძე, დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (ადრე მუშაობდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში);
  9. გიორგი ბუთხუზის (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი, მაკა მაისურაძე, ჯანდაცვის სამინისტრო – სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სამმართელოს უფროსი;
  10. ლევან ხარატიშვილის (განათლების მინისტრის მოადგილე) ცოლი, ირინე ბაღდადიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო;
  11. ზაალ კაპანაძის (თავდაცვის მინისტრის მოადგილე) ცოლი, მარინა სუქნიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა -სოც. სამსახურის უფროსი.

ამ  ადამიანების შესანახად ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად ვიხდით 200 ათას ლარზე მეტს.

მივმართავთ თითოეულ უწყებას, სადაც ეს პირები არიან დასაქმებულნი. კატეგორიულად მოვითხოვთ განგვიმარტონ, რის საფუძელზე და რა კრიტერიუმებით მოხდა მათი სამსახურებში აყვანა და  გაიარეს თუ არა კონკურსი. დადებით შეთხვევაში, ასევე, მოვითხოვთ  გასაჯაროვდეს  ტესტირების და გასაუბრების შედეგები.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული