ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

ნინო ბურჯანაძე: “მმართველი გუნდი უკვე ისეთ სტადიაშია, რომელსაც ვეღარ გამოასწორებს ბიძინა ივანიშვილი”

წერილი მხოლოდ დეტალია. ვინ დაწერდა ამ წერილს, ვინ გადასცემდა მამუკა ხაზარაძეს, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი. აქ მთავარი ის არის, რომ პროცესის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, – განაცხადა “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარს “დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს.

“ამ პროცესებმა ძალიან ნათლად აჩვენა, რომ საუბარი დემოკრატიაზე და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობაზე აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან არის ერთი ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეუძლია დღეს ბიზნესი დაატეროროს, ხვალ თავისუფალ მედიაზე დირექტივები გასცეს, ზეგ მოსამართლეების საკითხი გადაწყვიტოს, ანუ, მთლიანად ქვეყნის ბედი განკარგოს, მაგრამ უკვე ასე გაგრძელებას ის ვერ შეძლებს.

მმართველი გუნდი უკვე ისეთ სტადიაშია, რომელსაც ვეღარ გამოასწორებს ბიძინა ივანიშვილი. ის ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ საკუთარ თავს თვითონ ებრძვის, თვითონ ჭამს საკუთარ ძალაუფლებას. ბიძინა ივანიშვილი აგებს ისევ ბიძინა ივანიშვილთან. ერთადერთი თუ კიდე რამე იხსნის მას, რომ ცოტათი პოზიტიური სახე მიიღოს, ეს არის რადიკალური ცვლილებები ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი უნდა შემოუერთდეს ყველა პოლიტიკური პარტიის ინიციატივას და შეცვალოს საარჩევნო სისტემა, რათა 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და სამართლიანად,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული