ქართული IDF-ის მიერ ორგანიზებულ ბლოკჩეინ კონგრესში, აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორები ერთვებიან

ქართული “ინოვაციებისა და განვითარების ფონდი”, ჩიკაგოში, ბლოკჩეინ კონგრესს გამართავს. ღონისძიება 2 აპრილს გაიმართება და როგორც IDF-ის ჩრდილოეთ ამერიკის ოფისის ხელმძღვანელი, გივი ჩიქოვანი აცხადებს, კონგრესზე მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ელოდებიან სტუმრებს.

წინა წლებთან შედარებით, აკადემიური მხარის უპრეცენდენტო მობილიზება იგრძნობა. მოხსენებით გამოსვლის სურვილი გამოთქვეს ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორებმა. ესენი არიან ადამიანები, რომლების ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მიმართულებით ახორციელებენ კვლევას და ეს კვლევა სხვა შემთხვევებისგან განსხვავდება მისი მასშტაბურობით, პროფესიონალიზმითა და ხარისხით. ვთანამშრომლობთ ისეთ წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, როგორიცაა ჩიკაგოს უნივერსიტეტი, ილინოისის ტენოლოგიური უნივერსიტეტი, ჯორჯ მეისონის უნივერისტეტი, ჩიკაგოს ბიზნესისა და სამართლის სკოლა, ჩიკაგოს უნივერისტეტის მეწარმეობისა და ინოვაციების ცენტრი – “პოლსკი”.

მსგავსი ავტორიტერული ორგანიზაციების შემოერთება, ინოვაციებისა და განვითარების ფონდის მიერ ორგანიზებული ბლოკჩეინ კონგრესის მნიშვნელობაზე მიუთითებს. კონგრესი წელს მესამედ ტარდება და საკმაოდ დიდია დაინტერესება მის მიმართ. მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ველოდებით სტუმრებს. გვეყოლება 50-ზე მეტი სპიკერი” – განაცხადა გივი ჩიქოვანმა.

ცნობისათვის: “ინოვაციებისა და განვითარების ფონდი” 2014 წელს დაფუძნდა გიორგი ვაშაძის მიერ და წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, კიევსა და ჩიკაგოში.
“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” მიერ, უკრაინაში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის სახლები – “გოტოვო”. ფონდის ინიციატივით შეიქმნა უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და მომზადდა კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის თაობაზე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *