ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

რატომ არ მზადდება ბაგა-ბაღებში პედაგოგებისთვის საკვები?! – თეონა ჭალიძე

ბიუჯეტის გაზრდის გარეშე, გვაქვს საშუალება, რომ ყოველდღე პედაგოგებისთვისაც იქნას გათვალისწინებული საკვების მომზადება, აღნიშნავს სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, თეონა ჭალიძე და ინიციატივით გამოდის, რომელიც ბაგა-ბაღებში პედაგოგებისთვის საკვების მომზადებას ითვალისწინებს.

“პედაგოგების ხელფასი 220 ან 260 ლარია. ამ ეტაპზე ბაგა-ბაღებში პედაგოგებისთვის საკვები ულუფების გამზადება არაა გათვალისწინებული, არადა ეს შესაძლებელია და ბიუჯეტის დამატებით გამოყოფას არ საჭიროებს.

ყველა ბაღის კვებით მომსახურეობაზე ტენდერი ცხადდება ყოველ წელს, ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელების რაოდენობის გათვალისწინებით. “ახალი საქართველოს” სოციალურმა სამსახურმა გააკეთა ანალიზი და აღმოჩნდა, რომ ყოველდღიურად აღსაზრდელების დასწრება ბევრად ნაკლებია, ვიდრე ტენდერითაა გათვალისწინებული. შესაბამისად, ბიუჯეტის გაზრდის გარეშე, გვაქვს საშუალება, რომ ყოველდღე პედაგოგებისთვისაც იქნას გათვალისწინებული საკვების მომზადება, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია მათთვის და მიმაჩნია რომ აუცილებელად გადასადგმელი ნაბიჯიცაა.

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ თბილისში არსებული 180 საჯარო ბაგა-ბაღის მონაცემებს, სადაც რეგისტრირებულია 60381 ბავშვი. მიმდინარე წლის 20 თებერვალს ბაგა-ბაღებში დაფიქსირდა მხოლოდ 33940 აღსაზრდელი, რაც იმას ნიშნავს რომ აღსაზრდელთა 42 პროცენტი არ გამოცხადდა. ნათელია, რომ პედაგოგებისთვის საკვების გამზადება უპრობლემოდაა შესაძლებელი. თბილისის მერიამ და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, ისევე როგორც სხვებმა, საქართველოს მასშტაბით, ვფიქრობ, უნდა გაითვალისწინონ ეს ინიციატივა და განახორციელონ“ – აცხადებს თეონა ჭალიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული