ნიკო ფიროსმანისა და ვან გოგის ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა

გუშინ, საფრანგეთის ქალაქი არლში, გაიხსნა გამოფენა და იგი 1 ივნისამდე უმასპინძლებს დამთვალიერებლებს, რომლებიც ერთ სივრცეში ნახავენ ნიკო ფიროსმანისა (ნიკოლოზ ფიროსმანაშვილი) და ვან გოგის შედევრებს. აღნიშნული ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, “Infinitart Foundation Vienna” და არლში ვინსენტ ვან გოგის ფონდის ინიციატივით ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. დამთვალიერებელი იხილავს ნიკო ფიროსმანაშვილის 29 ნამუშევარს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით “ფიროსმანაშვილი 1914″. წიგნში შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა “ფიროსმანის პორტრეტი”.

გამოფენის ამსახველი ფოტოები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო-ს ფეისბუკ გვერდიდან:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *